თამბაქოზე დაწესებული შეზღუდვა დემოგრაფიულ პრობლემებს შექმნის

როგორც მოგეხსენებათ, 1 მაისიდან საქართველოში ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რის მიხედვითაც თამბაქოს მოხმარება ბევრ ადგილზე აიკრძალა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. მისი ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძე გახავთ. რომლის თქმითაც ეს რეგულაცია დადებითად აისახება საზოგადოების ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში კი დაიცავს არამწეველთა უფლებებს.

თამბაქოზე შეზღუდვის სხვადასხვა მექანიზმები წლებია დამკვიდრებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. აქტიურად მიმდინარეობს ანტი ნიკოტინური პროპაგანდა. თუ სტატისტიკებს დავეყრდნობით 2000 წლის შემდეგ თამბაქოს მოხმარება 8.6% – ით შემცირდა მსოფლიოს მასშტაბით.

სიგარეტის მოხმარებით საქართველო ერთერთ მოწინავე პოზიციაზეა მსოფლიო რეიტინგში. ჩვენს ქვეყანაში ყოველი 10 მამაკაციდან 7 მწეველია, ხოლო ყოველი 10 ქალიდან სიგარეტს მოიხმარს 3. საგანგაშო სტატისტიკაა არასრულწლოვნებშიც. ჩვენს ქვეყანაში ყოველი 100 არასრულწლოვანი ადამიანიდან მწეველია 25.

რა შედეგს გამოიღებს ეს აკრძალვა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მას, ამაზე საქართველოს ანტინარკოტიკული დეპარტამენტის მეოთხე მოადგილის უკანასკნელ თანაშემწეს ბადრი ჯოხაძეს ვესაუბრეთ.

  – ბატონო ბადრი, პირველ რიგში, თუ საიდუმლო არაა, ხართ თუ არა მწეველი?

– ჩემ თავს მწეველს ვერ დავარქმევ, როგორც იტყვიან მხოლოდ “პონტში” ვეწევი (იცინის)

 – გასაგებია, მოკლედ თუ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ ამ რეგულაციასთან დაკავშირებით, რა შედეგს უნდა ველოდოთ?

– მოგახსენებთ. თამბაქოს ნაკლები მომხმარებელი ცალსახად ნიშნავს ჯანმთელ ერს, თავისთავად რაც უფრო ნაკლები მოწევს სიგარეტს, მით უფრო ნაკლებს შეაწუხებს ის უარყოფითი ასპექტები რაც თამბაქოს მოხმარებას სდევს.

– ანუ, მიგაჩნიათ რომ ეს კანონპროექტი გამართლებულია და დადებითად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე?

– ჯანმთელობის კუთხით ვფიქრობ, კი. თუმცა როგორც მედალს აქვს ორი მხარე ასევე ნებისმიერ კანონს თუ რეგულაციას აქვს თავისი უარყოფითი მხარეც…

– კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– პირველი რიგში, თამბაქოს შეზღუდვა დემოგრაფიულ პრობლემებს გამოიწვევს.

– უფრო ზუსტად რას გულისხმობთ?

– მოგახსენებთ, აი მაგალითად, თქვენ ახალგაზრდა გოგო ხართ, პირდაპირ გკითხავთ, სექსუალური აქტის შემდგომ, სიგარეტის მოწევა არ გჩვევიათ?

– ბატონო ბადრი, მეტისმეტად დელიკატური თემაა…

– კიბატონო, თქვენი ნებაა. ჩემს მაგალითს გეტყვით მაშინ. სექსის შემდეგ “გაბოლება” ერთგვარი სიამოვნებაა ჩემთვის და არა მხოლოდ. მწეველთა უმრავლესობა ალბათ ასე იქცევა. ამ შეზღუდვამ შეიძლება სექსისადმი თავშეკავება გამოიწვიოს, რაც თავისთავად დემოგრაფიულ პრობლემებამდე მიგვიყვანს და ამას ვერ გავექცევით.

– კი მაგრამ, საკუთარ სახლში ხომ ნებადართულია, შესაბამისად საკუთარ საძინებელშიც.

– კიბატონო, მაგრამ, მაგალითისთვის, მე ჩემი მეუღლე ოთახში არ მრთავს მოწევის ნებას, მიწევს ეზოში გასვლა, სადაც ახალი კანონის მიხედვით აკრძალულია. დარწმუნებული ვარ ბევრია ასე. (იცინის)

 

კომენტარის დამატება

Inline
Inline