რაკიტიჩს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭება

როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს რუსეთსა და ხორვატიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. ანგარიში თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა. რუსეთის ნაკრებს რეალური შანსი ჰქონდა მსოფლიოს 4 საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად.

პირველი პენალტი რუსებმა დასაწყისშივე გააფუჭეს რასაც ხორვატების წარმატებით გატანილი დარტყმა მოჰყვა, თუმცა შემდეგ 1 პენალტი მათაც გაუცუდდათ. რუსეთის ნატურალიზირებულმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი პენალტი გააფუჭა და გადამწყვეტი დარტყმის შესრულება ივან რაკიტიჩს მოუწია. მისი წარმატებით შესრულების შემთხვევაში  ხორვატია ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებდა.

რაკიტიჩს არა მხოლოდ ხორვატიაში, საქართველოშიც გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ ამ მომენტში. ცხადია ყველას უნდოდა ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის გამოთიშვა ჩემპიონატიდან. ხორვატთა ლიდერმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია რომ იგი თბილისში იწვევს მთელ ხორვატიის ნაკრებს საქეიფოდ, მან აქვე დასძინა, რომ ივან რაკიტიჩს მიენიჭება თბილისის საპატიო მოქალაქის  სტატუსი, ქართველი ერისთვის სასიხარულო წუთების მინიჭებისთვის.

კომენტარის დამატება

Inline
Inline