რაფაელ ნადალის ნათლია ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება?

ამერიკის ღია პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია და გხდა მეორე ქართველი კაცი ჩოგბურთელი, რომელმაც 1/8 ფინალური ეტაპი გადალახა. მეოთხედ ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიონ პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, იგი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ესპანელის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია რომ ქართველმა სპორტსმენმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ბოლომდე იბრძოლა და ერთი სეტიც კი მოიგო.

მატჩის შემდგომ რაფაელ ნადალმა ვრცელი ინტერვიუ გააკეთა, სადაც არაერთხელ აღნიშნა ქართველი ჩოგბურთელის კარგი თამაში.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასახდელში ბასილაშვილმა ნადალს ნათლიობა შესთავაზა. როგორც აღმოჩნდა ესპანელი ჩოგბურთელი ქრისტიანული წესით მონათლული არ გახლავთ.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი დათანხმდა თუ არა ნადალი ბასილაშვილის შეთავაზებას.

კომენტარის დამატება

Inline
Inline