საინდან გაჩნდა ქალი? – სენსაციური კვლევა

ქალები – ისინი წარმოადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს. რა ვიცით მათზე? ვინ არიან ისინი? საიდან და რისთვის მოვიდნენ ისინი პლანეტა დედამიწაზე? მეცნიერები დიდხანს ეძებდნენ პასუხებს ამ კითხვებზე.

რუსი მეცნიერი, დარვინის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ანტონ მირატოვი თავის კვლევაში აღნიშნავს:

– დარვინის თეორიის თანახმად ჩვენ ყველამ ვცით როგორ შეიქმნა ადამიანი. ყველას გვაქვს თუნდაც ბავშვობაში ნანახი ფოტო სადაც ნაჩვენებია ადამიანის ევოლუციის ნაბიჯები, მაიმუნიდან დღევანდელ სახეობამდე. თუმცა არცერთ ამ ფოტოში არ ჩანს ქალი. ისმის კითხვა, თუ მამაკაცი წარმოიშვა მაიმუნისგან, რისგან წარმოიშვა ქალი? რა შეიძლება იყოს ეს? კატა? კენგურუ? გველი? ჩიტი?… პასუხი შოკისმომგვრელია.

1955 წელს ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორმა გენმოდ ფიშმენმა წამოაყენა სენსაციური თეორია ქალის წარმოშობაზე. მისი კვლევებით ქალის დეენემის შემადგენლობა ყველაზე ახლოს არის თევზის დეენებთან. თავიდან ამ მოსაზრებას არავინ უყურებდა სერიოზულად, თუმცა შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცა მისი ჭეშმარიტება.

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. მათ გამოკითხეს 100 ქალი და შესთავაზეს აერჩიათ ადგილი დასასვენებლად. ასარჩევად მისცეს სამი ლოკაცია: ცენტრალური ციმბირი, მონღოლეთი და მალდივის კუნძულები. ყველა მათგანმა აირჩია ერთი და იგივე – მალდივის კუნძულები. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რა არის მალდივის კუნძულებზე ისეთი რაც არ არის ციმბირში და მონღოლეთში. პასუხი ერთია – ზღვა!

ზღვების და ოკეანეების სანაპიროებზე ქალები თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ. ასევე ფაქტია ისიც, რომ სანამ ქალის ევოლუცია დღევანდელ სახემდე მივიდოდა, ისინი ოკეანის და ზღვის სიღრმეში იყვნენ მდუმარედ, სწორედ ეს ფაქტი ხსნის ქალების გამძაფრებულ სურვილს ლაპარაკისადმი.

ამ ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი ქალი ჩამოყალიბდა თევზის ევოლუციის შედეგად.

კომენტარის დამატება

Inline
Inline