ბასიანის და სხვა კლუბების ქლაბერები პოლიციელებთან ერთად იცეკვებენ

პარასკევ საღამოს კლუბ ბასიანში ჩატარებულ სპეცოპერაციას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ჩიშალა დაგეგმილი ღონისძიებები რასაც კლუბში მყოფი ახალგაზრდების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ამასთან დაკავშირებით ქალაქის მერმა საგანგებო განცხადება გააკეთა:

– ორგანიზებას გავუწევთ იმას რომ, ჩატარდეს მასიური ცეკვა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქლაბერები ასევე პოლიციის თანამშრომლები. ეს იქნება მოდელირებული, შესარიგებელი სანახაობა. დაახლოებით ისეთი როგორი ღონიძიებაც იყო ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი, რომელიც ადგილობრივ მოსახელეობასა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის დაპირისპირების შემდეგ ჩატარდა. ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს მასიური ცეკვა-თამაში ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და პოლიციის დამეობრებას.  – ნათქვამია მერის განცხადებაში.

ღონიძიების ქორეოგრაფები სავარაუდოდ ნინო და ილიკო სუხიშვილები იქნებიან. მასიური ცეკვა იპოდრომის ტერიტორიაზე მომავალ პარასკევს გაიმართება.

კომენტარის დამატება

Inline
Inline